პაატა მანჯგალაძე - საქართველოში რუსული სტანდარტით მოქმედი ტროლების ქარხანა მოქმედებს - წარმოუდგენელია, მთავრობა აშინებდეს და ატერორებდეს საკუთარ მოსახლეობას

წარმოუდგენელია, რომ მთავრობა აშინებდეს და ატერორებდეს საკუთარ მოსახლეობას - ღარიბაშვილიც ჩვეულებრივი ტროლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა Facebook-ის მიერ საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიშისა და გვერდის წაშლას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რუსული სტანდარტით მოქმედი ტროლების ქარხანა მოქმედებს.

"ძალიან კარგია, რომ ამის გამოაშკარავება მოხდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ეს გვერდები არ არის და ძალიან დიდი, ორგანიზებული ტროლების ქარხანა, ე.წ. ფერმა არის შექმნილი რუსული სტანდარტით და იცით, რომ სანკტპეტერბურგშია ასეთი ყგელაზე დიდი ქარხანა, ზუსტად ამის კოპირება ხდება. ამას იყენებენ ძირითადად ანტიდასავლური და ანტიქართული პროპაგანდისთვის. მე არ მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ვლაპარაკობ, მაგრამ ღარიბაშვილიც ჩვეულებრივი ტროლია, რადგან მესიჯები, რასაც ავრცელებს რუსულია - როგორ შეიძლება შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა საკუთარ მოსახლეობასთან საინფორმაციო ომში იყოს ჩართული? საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა აშინებდეს და ატერორებდეს საკუთარ მოსახლეობას, ასეთი რამ წარმოუდგენელია," - განაცხადა მანჯგალაძემ.

Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს კვარტალურ ანგარიშში წერია.

"ქსელი ფუნქციონირებდა, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტი გაეძლიერებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარებით. ისინი ასევე ოპოზიციის კრიტიკას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტის შესახებ სახალხო პროტესტის დროს, რომელიც ახლა უკვე გაწვეულია”, - წერია ანგარიშში.

Meta აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციების მიღმა მყოფი ხალხი ცდილობდა საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას, გამოძიებამ მაინც იპოვა მათი კავშირები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით