რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - კონტრშეტევის შესახებ კიევის იდეების წახალისება კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას და სისხლისღვრას გამოიწვევს

კიევისთვის თანამედროვე დასავლური იარაღის გაგზავნა და კონტრშეტევის შესახებ მისი იდეების წახალისება კონფლიქტის შემდგომ ესკალაციასა და სისხლისღვრას გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის გაგზავნა „დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო“ ნაბიჯია.

„მინდა გავაფრთხილო კიევის რეჟიმი და მისი დასავლელი სპონსორები, რომ იმას, რასაც ისინი აპირებენ გარდაუვალი სამწუხარო შედეგების იქნება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვისაა მზად. „ამისგან ვერც კიევი და ვერც დასავლეთი დივიდენდებს ვერ მიიღებს“, - დასძინა გალუზინმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო