პრემიერი - ნახევარი საუკუნეა ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიცირებული მოძრაობა იბრძვის ტრადიციული ფასეულობების განმტკიცებისათვის, დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ

უკვე ნახევარი საუკუნეა ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიცირებული მოძრაობა იბრძვის მსოფლიოში ტრადიციული, უზენაესი ფასეულობების განმტკიცებისათვის, დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ, და იმ ფასეულობებზე ვისაუბროთ, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციაზე მიწვევისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო.

ჩემთვის დიდი პრივილეგიაა უნგრეთში, ევროპის ნამდვილ გულში და მის ერთ-ერთ უძველეს ქვეყანაში, მის მომხიბვლელ დედაქალაქ ბუდაპეშტში ყოფნა. თქვენთან ერთად ვიზიარებ აღფრთოვანებას მისი მდიდარი ისტორიით, იმ ბრძოლით, რასაც უნგრეთი საუკუნეთა განმავლობაში ეწეოდა ევროპისა და თავისუფალი სამყაროს დასაცავად არაერთი მტრისაგან.

მომავალ წელს 50 წელი სრულდება პირველი კონსერვატიული კონფერენციიდან, რომელზეც პირველი მისასალმებელი სიტყვა ლეგენდარულმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წარმოთქვა. უკვე ნახევარი საუკუნეა ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიცირებული მოძრაობა იბრძვის მსოფლიოში ტრადიციული, უზენაესი ფასეულობების განმტკიცებისათვის. ბუნებრივია, ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი იყო ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მოწვევა. ამ შესაძლებლობისთვის დიდ მადლობას ვუხდი კონფერენციის ხელმძღვანელებს და ორგანიზატორებს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა თანამედროვე, ურთულესი გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ, და იმ ფასეულობებზე ვისაუბროთ, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ერთობას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს