ლაშა ხუციშვილი - აზიის განვითარების ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ინტერესი დაადასტურა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ინტერესი დაადასტურა.

როგორც ხუციშვილმა კორეაში, აზიის განვითარების ბანკის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის დასკვნას ელოდებიან, პროექტის სრულყოფის შემდეგ კი მისი ინვესტირების საკითხიც განისაზღვრება.

„შეხვედრებზე ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელზეც შევთანხმდით, რომ უნდა დაველოდოთ მსოფლიო ბანკის Feasibility study-ს დასრულებას, რომელიც წლის ბოლოს უნდა იყოს. ADB-მ ამ პროექტისადმი ინტერესიც დაადასტურა. მას შემდეგ, რაც პროექტი სრულ სახეს მიიღებს, განისაზღვრება ფინანსური სტრუქტურა, რა ნაწილში შეიძლება იყოს კერძო ინვესტიცია შემოსული და ასევე, განისაზღვრება სახელმწიფოს წილი. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ და დაადასტურეს, რომ ინტერესი აქვთ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება თავად მსოფლიო ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის შესწავლის საკითხს, ხუციშვილის ინფორმაციით, დასკვნის მომზადება ფინანსურად, 3 მლნ დოლარამდე თანხით, საქართველომ უზრუნველყო.

„კონკრეტულად ამ პროექტის მიმართ აზიის განვითარების ბანკს ინტერესი დაფიქსირებული აქვს და ველოდებით მსოფლიო ბანკის საბოლოო დასკვნას, რომლის ტექნიკური ნაწილი მსოფლიო ბანკის მხრიდანაა, თანხა კი საქართველოს მიერაა გადახდილი - დაახლოებით, 3 მლნ დოლარამდე. წლის ბოლოს ველოდებით, რომ იქნება სრულყოფილი სახით, სადაც განსაზღვრული იქნება ტექნიკური საკითხები - სად უნდა გავიდეს ეს ხაზი, რა მოცულობის უნდა იყოს, რა გამტარობა ჰქონდეს, რა სავარაუდო ღირებულების იქნება და ამ სავარაუდო ღირებულების დაფინანსებისთვის რომელი შემოთავაზება იქნება ყველაზე კარგი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს