იაპონიის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო პროცესში მედიის როლზე და თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს

საარჩევნო საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროცესში მედიის როლზე, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იაპონიის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ცესკოს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას ინიციატივით გაიმართა და მას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, ასევე ესწრებოდა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივი წარმომადგენელი, მორი ჰიროიუკი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე.

“შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, საარჩევნო პროცესის ობიექტური და მიუკერძოებელი გაშუქების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. როგორც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, პასუხისმგებლობის გააზრება და საარჩევნო გარემოს იმგვარად განვითარება, რომ ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს, ინფორმირებული და გათვითცნობიერებული არჩევანი გააკეთოს. ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა მედიას ენიჭება, რადგან ის წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირების მთავარ წყაროს.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის წარმატებით ადმინისტრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მედიაში საარჩევნო პროცესების გაშუქების დონე და ხარისხია, ვინაიდან მოვლენების სამართლიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქება უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, იაპონიის საელჩოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, ერთობლივად განხორციელდება შესაბამისი აქტივობები. შეხვედრა იაპონიის საელჩოში 2 მაისს გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში