შალვა ხაჭაპურიძე - რკინის მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი კლინიკაში შეიყვანეს - სააკაშვილი სიმართლეს ამბობს, ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება

რკინის მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. სააკაშვილი სიმართლეს ამბობს. ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.

ადვოკატის თქმით, აპირებს გამოითხოვოს ის კადრები, რაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის გუშინდელ ფაქტს ეხება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება, ამიტომ, ასევე გამოითხოვს ავადმყოფობის ისტორიას და ნახავს, რა მოხდა, დაფიქსირდა თუ არა ეს ფაქტი და ამ მიმართულებით, რა ტიპის მკურნალობა უტარდება.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ კადრების გამოთხოვას. ჯერ კიდევ, ის ძველი კადრები, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა, პენიტენციურ სამსახურს ბოლომდე არ გადმოუცია. მოსამართლის ეს ბრძანება დაარღვია. სათანადო რეაგირებისთვის ამაზეც მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რაც შეეხება რკინის მაგიდას, რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. ის სიმართლეს ამბობს. რაც შეეხება ჩხაიძის განცხადებას, ჩხაიძე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და მის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. ვნახეთ ამ სამსახურის წარმომადგენლები, რა ქმედებებს ახორციელებდნენ სასამართლო პროცესებზე. აბსოლუტურად ყველაფერს იტყუება“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ადვოკატის თქმით, რა ეტაპზეა საქმის წარმოება სტრასბურგში ვერაფერს იტყვის, ამასთან, არ აკონკრეტებს, თუ რა არის ამ სარჩელის მოთხოვნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა