ლაშა ხუციშვილი - აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და ამან შესაბამისი ასახვა პოვოს თავის საქმიანობაშიც - საქართველო, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია

აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს, საქართველო ამ მიმართულებით, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია - საქართველოს ურთიერთობებში და დაფინანსების ნაწილში ასეთი ტიპის ცვლილებები ნაკლებად შეეხება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორეაში, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომლის თანახმად, აზიის განვითარების ბანკმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა გამოაცხადა და საქართველოშიც თუ დაიგეგმა ამ მიმართულებით რაიმე პროექტის განხორციელება.

მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის 80% არის მწვანე, განახლებადი და „მათ შორის, შავი ზღვის კაბელთან მიმართებითაც მიმზიდველია, რომ საქართველოში არის პოტენციალი, სუფთა ენერგიის გამომუშავება მეტად გაიზარდოს“.

„აზიის განვითარების ბანკი დღეს არის იმ პროცესში, რაც გულისხმობს საკმაოდ აქტიურ რეფორმებსა და სტრუქტურულ ცვლილებას. აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს. საქართველო ამ მიმართულებით - ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მომგებიან პოზიციაშია. ელექტროენერგიის 80% არის მწვანე, განახლებადი. მათ შორის, მაგალითისთვის, შავი ზღვის კაბელთან მიმართებით ის არის მიმზიდველი, რომ საქართველოში არის პოტენციალი, სუფთა ენერგიის გამომუშავება მეტად გაიზარდოს. დაახლოებით, 2-3 ჯერ გაზრდაცაა შესაძლებელი, თუ სრულად იქნება ათვისებული ჰიდრო და ქარის ენერგიებიც, არის მზისაც, თუმცა არა იმ მასშტაბის. ეს გვაძლევს ბევრ პლუსს კიდევ ბევრი მიმართულებით იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ევროკავშირზეა საუბარი, სწორედ ასეთი ტიპის ენერგია სჭირდება ევროკავშირს და არა ისეთი, რომელიც არ არის მწვანე, განახლებადი. ეს იქნება სწორედ პრიორიტეტი მათთვისაც. ბევრი მიმართულებით ეს ხელს უწყობს სხვა პროექტების, პრობლემების გადაჭრასაც. ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობა აზიის განვითარების ბანკთან სრულად რეფორმირების ფარგლებში, მათ შორის კლიმატის და შიდა რეორგანიზაციის ნაწილში, შემიძლია ვთქვა, რომ ახლოსაა იმ მოდელთან, რა მოდელიც ბანკს უნდა, რომ როგორც რეგიონული, ისე სათავო ოფისები მოაწყოს. გარდა ამისა, დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორც ქვეყანას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტების განხორციელების. ასევე, ბევრად რთული პროცედურების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც ბევრი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია. ამიტომ, საქართველოს ნაკლებად შეეხება ურთიერთობებში და დაფინანსების ნაწილში ასეთი ტიპის ცვლილებები. აზიის განვითარების ბანკი არაა გამონაკლისი. კლიმატური პრობლემების მიმართულებით მის საქმიანობაში აქტიურად ასახვა ერთ-ერთ პრიორიტეტად წამოჭრილია მსოფლიო ბანკის მიერ. გუშინ დაამტკიცეს ახალი პრეზიდენტი, გვქონდა შესაძლებლობა, წლიური განხილვების ფორმატში მასთან შეხვედრა გვქონოდა. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტიც კლიმატური ცვლილებებია. ამ მიმართულებით სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ძალიან აქტიურები იქნებიან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო