თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს, ჰუმეიდ ბენ სალემს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, სულთან ალ ოვეის შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული ურთიერთობის გააქტიურებას.

„ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური ფორუმის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პაატა კალანდაძე ესწრებოდა“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.