სუდანში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 4 930-მდე კი დაშავდა

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში დაპირისპირებები კვლავ მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 4 930-მდე კი დაშავდა. არსებული საფრთხისა და საკვების მარაგების ამოწურვის გამო სუდანი სულ მცირე 100 000-მა ადამიანმა დატოვა.

სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს