შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილს თავზე აქვს დაზიანება, თავი დაარტყა - უმძიმეს მდგომარეობაშია

მიხეილ სააკაშვილს თავზე აქვს დაზიანება, თავი დაარტყა, - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატი მიმართავს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, გამოააშკარაოს სააკაშვილის გონების კარგვის კადრები, სადაც ყველა დაინახავს, რა, როგორ მოხდა.

მიხეილ სააკაშვილმა მომიყვა იმ ფაქტის შესახებ, რაც მოხდა. მანახა მაგიდა, რომელზე ვფიქრობდი ზუსტად ის მაგიდაა. მაგიდას რკინის კონსტრუქცია აქვს. მანახა ადგილი, სადაც თავი დაარტყა, უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც მთავარია, მას არ უტარდება ის მკურნალობა, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა, სასიცოცხლო პარამეტრები რომ შეინარჩუნონ და არ მოკვდეს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ექიმებმა იციან, მაგრამ ექიმები არიან შეშინებულები და ამ ყველაფერს ხმამაღლა არ აცხადებენ. თუმცა, ბუნებრივია, დადგება დრო, როდესაც ეს ფაქტები, თუ რა ტიპის მკურნალობა როგორ უტარდება, გამოაშკარავდება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, მკურნალობის მხრივ კლინიკა, რასაც ამბობს, ვერ დაეთანხმება.

„ვერ დავეთანხმებით, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ისტორიის ბოლო მონაცემებს თუ შევისწავლით ვნახავთ, რომ ამ ადამიანს არანაირი სერიოზული მკურნალობა არ უტარდება. უტარდება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. თვითონ ნებისმიერ მკურნალობაზე თანახმაა, რომელიც მის სიცოცხლეს გააუმჯობესებს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ტიპის მკურნალობა არ უტარდება და ვერც ჩაუტარდება საქართველოში, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არაერთმა უცხოელმა ექსპერტმა დასაბუთებულად დაამტკიცა ის პოზიციები და მდგომარეობა, რაც სააკაშვილს ახლა აქვს. ეს კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო