დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სტუდენტებს უმასპინძლა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სტუდენტებს უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ათი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი დღე გაატარეს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

„სტუდენტებმა თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და საკლასო ოთახები დაათვალიერეს. სტუმრებმა ფეინთბოლის შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს მათ სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

პროექტი „ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში“ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო