საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალისტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, მათ შეკითხვებს უპასუხეს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების გაცნობა. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე და მათთვის მისაღები ვიზუალით“, - განაცხადა 31-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა ბზიშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე მოსწავლე უკვე დაინტერესდა კიდეც ამ დარგით და არ არის გამორიცხული, მომავალში ეს პროფესია შეისწავლონ.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რამდენიმე წელია ახორციელებს.

„ამ ხნის განმავლობაში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150-ზე მეტ სკოლაში გაიმართა. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებსაც ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ ელექტროენერგიის წარმოების პროცესს.

სკოლას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცა.

არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად მსგავსი პლაკატები საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში გაიკვრება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო