საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და ამ მიმართულებების მიხედვით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ბიზნესასოციაციის განმარტებით, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესზე, ურბანული განახლების მიზნით მიმდინარე სპეციალურ პროგრამებსა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისა და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას და ისაუბრა მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტების მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე.

საქართველოს ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ირაკლი ქარსელაძემ, ვრცელი და სრულფასოვანი პრეზენტაციის მეშვეობით, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს გეგმებზე, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამების შესახებ. მან, ასევე, ხაზი გაუსვა სამინისტროსა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრს, მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, კითხვები დაუსვეს.

„მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია უწყებების უშუალო ხელმძღვანელებთან ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ, თანამშრომლობითა და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია იმ ეკონომიკური ამოცანების მიღწევა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას. ეს უკანასკნელი კი, როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის საერთო ინტერესს წარმოადგენს. მადლობას ვუხდით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, ასეთი დეტალური და შინაარსიანი პრეზენტაციისთვის და ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობისთვის“, -განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო