გიორგი ამილახვარმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან, ნიკ ბერესფორდთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

განათლების სამინისტროს ცნობით, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

„შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერაზე. გიორგი ამილახვარის თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა – მინისტრმა სტუმარს ის მექანიზმები გააცნო, რომლის შეთავაზებასაც კერძო სექტორისთვის აპირებს.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, მხარდაჭერა აღუთქვა მინისტრს პროფესიული განათლების განვითარების საქმეში და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა