ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის, რომ ომის დროს ნატო-ში არ შევალთ, მაგრამ მკაფიო სიგნალი გვსურს

გვესმის, რომ ომის დროს ნატო-ში არ შევალთ, მაგრამ მკაფიო სიგნალი გვსურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე კიევს მოკავშირეებისგან სურს „რამე უფრო მეტი გაიგოს, ვიდრე ალიანსის „ღია კარებზე“.

„რეალისტები ვართ, გვესმის, რომ არ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება. მაგრამ უკვე ომის დროს გვსურს ნათელი სიგნალი გავიგონოთ იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ნატო-ში ვიქნებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე კომენტარისას ალიანსის გენერალური მდივნის სიტყვები გაიხსენა, რომ უკრაინა „ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნის“ და „ოდესღაც ნატო-ში იქნება“.

„რაც შეეხება ნიდერლანდებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ამბიციებს ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით. ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზე წინ გადავდგათ ნაბიჯი და იმ ფორმულირებებს არ დავუბრუნდეთ, რომლებიც [2008 წლის] ბუქარესტის ან რომელიმე სხვა სამიტზე იყო. რომ ეს ნათელი ნაბიჯი იყოს. ზუსტად რა იქნება - შემდგომ 4-6 კვირაში განიხილება“, - განაცხადა რიუტემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა