კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილს შეხვდა

კორეის რესპუბლიკის ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კორეის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდზე ვრცელდება.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მოლაპარაკება გამართა. მხარეებმა ერთმანეთს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























