გიგი წერეთელი - დასავლეთის წინააღმდეგ მთელი კამპანია მიმდინარეობს და ხელისუფლება ამით კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ სურათს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის შეფასებით, ქვეყნის დასავლეთისა და ევროპისგან დისტანცირების მიზნით, „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.

მისი თქმით, ყოველდღიურად ვხვდებით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან შეტევებს საქართველოს პარტნიორებზე, ევროპარლამენტარებზე და სხვებზე, „ვინც ოდნავ მაინც გააკრიტიკებს მთავრობას“.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრია საკრიტიკო და ძალიან მძიმეა განწყობები იმ პოლიტიკის გამო, რომელიც აქვს ხელისუფლებას. დასავლეთის წინააღმდეგ მთელი კამპანია მიმდინარეობს და ამით კიდევ უფრო აფუჭებენ ურთიერთობას და კიდევ უფრო ამძიმებენ იმ სურათს, რომელიც არის და ეს ხდება უკვე არა შემთხვევით და წამოცდენილი სიტყვები, ეს არის მიზანმიმართული ანტიდასავლური კამპანია, რომელიც მხოლოდ ერთს შეიძლება ისახავდეს მიზნად - როგორმე დაშორდეს და დისტანცირება მოხდეს ჩვენი ქვეყნის დასავლეთისგან და ევროპისგან“, - აღნიშნავს გიგი წერეთელი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო