ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე - „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან - პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია

„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ იმართება. ადგილებზე პარტიის ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნების თაობაზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის თქმით, ეს არჩევნები პარტიას სჭირდება.

„არჩევნები ჩანიშნულია, არჩევნები სჭირდება პარტიას. პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ იმართება [მომავალშიც] და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე პარტიის ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული. პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ პროცესებს ვერ შეწყვეტს, ეს წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია. თქვენ, ჟურნალისტები 19 აპრილს იყავით, სადაც დავაანონსე არჩევნების გამოცხადების შესახებ და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ. ამიტომ, არათუ კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებასთან მქონდა [საუბარი], საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში და ცხადია, ამ ორი კვირის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა დონეზე იყო კონსულტაციები, მათ შორის პარტიის ყველა მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც მოვალეობას ასრულებს. შევხვდით, გავიარეთ კონკრეტული საკითხები და პარტიაში მიღებულ იქნა არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება, ეს აღარ შეიცვლება. პარტიაში პოლიტიკური პროცესი დასრულდება ძალიან მალე და პარტია იქნება გაძლიერებული“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, „აუცილებელია, პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოების გაღრმავებას“.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა“, - განაცხადა მელიამ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს