„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა“ უკრაინელ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით პროექტების სერია დაიწყო

„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა“ უკრაინელი ქალებისთვის, რომლებიც ომის მიზეზით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში იმყოფებიან, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, კერამიკასთან მუშაობის უფასო კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი“ ავრცელებს.

პროექტის სერიის მიზანს წარმოადგენს ომით დაზარალებული ქალებისთვის სხვადასხვა ხელსაქმის შესწავლა და ეკონომიკური საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა. ასევე, იმ ადამიანის გაერთიანება ფორმალურ სივრცეში, რომელთაც აქვთ მსგავსი ისტორია და საერთო გამოწვევები. მათი დაახლოება და მათ შორის აქტიური კომუნიკაციის და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

როგორც ალიანსის განცხადებაში არის აღნიშნული მათთვის ღირებულია ის გარემოებაც, რომ კურს უკრაინელი პედაგოგი, სერგეი გრიშენკო წარუძღვება. აღნიშნული კურსი წარმოადგენს არამარტო ხელსაქმის შესწავლის შესაძლებლობას, არამედ მოიცავს ფსიქოლოგიური თერაპიის ხაზსაც (არტ-თერაპია).

„კერამიკის კურსი გაგრძელდება სამი თვე, რის შემდგომაც მათ ექნებათ საშუალება მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში გაიარონ სტაჟირება შესაბამისი მიმართულებით ან დამოუკიდებლად იმუშაონ თავიანთი ნაწარმის შექმნაზე. საბოლოოდ მოხდება ყველა მონაწილის მიერ შემუშავებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა დიდ საგამოფენო სივრცეში, სადაც ფართო აუდიტორიას და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია პროექტზე, საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული ქალების საქმიანობის შესახებ, იხილონ და შეიძინონ მათი ნამუშევრები.

„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი“ აღნიშნულ პროექტი ხორცილედება ააიპ „ქალთა ფონდი საქართველოში “Women’s fund in Georgia“ /-ს ფინანსური მხარდაჭერით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა