აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება "ძალიან ნაკლებად" სავარაუდოა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება "ძალიან ნაკლებად" სავარაუდოა

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ძალიან ნაკლებ სავარაუდოა. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა განაცხადა.

“ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ასეთია ჩვენი ახლანდელი შეფასება”, - განაცხადა ჰეინსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია, რომელიც კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესაფასებლად არის საჭირო.

“ვნახეთ, რომ უკრაინული ხელისუფლება ამაში ჩართულობას უარყოფს. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ამის დამოუკიდებლად შეფასების საშუალებას მოგვცემდა”, - განაცხადა ჰეინსმა.