ვახტანგ ხელაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

პროფესორი ვახტანგ ხელაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვახტანგ ხელაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული პროფესორი და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა კარდიოლოგი და ინტერვენციული კარდიოლოგია.

„1996 წელს სტაჟირება გაიარა რიჩმონდში, ვირჯინიაში, ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებით, ასევე, 1999 წელს გაიარა კურსი პედიატრიულ ინტერვენციულ კარდიოლოგიაში ოკლენდში, კალიფორნიაში, 2003 წელს კი ფილადელფია, აშშ-ში

  • 1989–1996 იყო გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი რეანიმატოლოგი
  • 1987–1989 – თერაპიის ინსტიტუტის ექიმი კარდიოლოგი

ვახტანგ ხელაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი პუბლიკაცია, რომელიც საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული და არაერთ კონგრესზეა წარდგენილი, როგორიცაა:

  • "Congenital and Structural Interventions", 10th international congress 2007, frankfurt, Germany ;
  • " Catheterization and Cardiovascular Interventions";
  • "One centre experience in muscular ventricular septal defect closure with the amplatzer vsd occlude"”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
„საქკაბელმა“ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი