ჯონ კირბი - უკრაინელებმა შეძლეს, ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილი ჩამოეგდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა მიაწოდეს - ვაგრძელებთ ამაზე ფოკუსირებას

შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა განაგრძოს. ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფას, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა შეძლეს რუსული ძალების მიერ ბოლო 48-72 საათის განმავლობაში ნასროლი ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომლებიც მათ არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს. ”ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ფოკუსირებას”, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, უკრაინელებმა მიიღეს თითქმის ყველაფერი, რაც კონტრშეტევისთვის ითხოვეს. საუბარია, ჯავშანტექნიკაზე, არტილერიაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, საბრძოლო მასალაზე, ასევე უკრაინელი სამხედროების წვრთნების ორგანიზებაზე.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შევჩერდებით, ეს არ ნიშნავს რომ დავასრულეთ. თქვენ ნახავთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას, მაგრამ რაც შეეხება ნებისმიერი სახის კონტრშეტევის რეალურ განხორციელებას, ეს პრეზიდენტი ზელენსკის გადასაწყვეტია", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“