ჩინეთის საგარეო მინისტრი - მზად ვართ, რუსეთთან კონტაქტებითა და კოორდინაციით, წვლილი შევიტანოთ უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაში

ჩინეთის საგარეო მინისტრი - მზად ვართ, რუსეთთან კონტაქტებითა და კოორდინაციით, წვლილი შევიტანოთ უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაში

ჩინეთი უწყვეტად დაეხმარება და ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მზად ვართ შევიტანოთ პრაქტიკული წვლილი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაში რუსეთთან კონტაქტებისა და კოორდინაციის გზით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ გაძლიერდა.

„ჩინეთი და რუსეთი ინარჩუნებენ აქტიურ კონტაქტებს ყველა დონეზე, ხელს უწყობენ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ჩინეთი მზად არის გააძლიეროს სტრატეგიული კონტაქტები რუსეთთან, გააძლიეროს და გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში", - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვი და ცინ განი ერთმანეთს ინდოეთის გოას შტატში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.