საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს თემაზე - „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შშმ პირთათვის“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს თემაზე - „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, სასწავლო კურსი შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება: თბილისი, რუსთავი, გორი, კასპი, თეთრიწყარო, თელავი, ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი, ამბროლაური, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია.

მათივე ცნობით, ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებს, გიდებს.

„ტრენინგი უსასყიდლოდ იმართება. დამსწრეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით a.aroshidze@gnta.ge ტელ: 599460099

ტრენინგის თემატიკები :

ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი:

ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება - საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;

ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;

ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;

ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები - MICE ტურიზმი (საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები და გამოფენები);

ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;

ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და სერვისები ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები);

საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო