შალვა პაპუაშვილი იაპონიის ეროვნული დიეტის საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იაპონიის პარლამენტში - ეროვნულ დიეტში მოქმედ საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო დელეგაციის მიერ იაპონიაში განხორციელებულ ნაყოფიერ ვიზიტს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ პოზიტიურია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები და გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო