უკრაინამ 80 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 80 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხედრების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაყვანა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

























