თსუ-ის დელეგაცია კატარის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კატარის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჰასსან რაშიდ ალ დერჰამმა მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, სტუდენტური გაცვლების ხელშეწყობასა და ერთობლივი საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელებაზე.

„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად გამართავს შეხვედრებს და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯებს. კერძოდ, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, სემინარებსა და სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობას, სასწავლო მასალების, პუბლიკაციების და სხვა ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებას, ასევე, სტუდენტური გაცვლების ხელშეწყობასა და სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად თსუ სტუდენტების მიღებისთვის, რომლებიც კატარის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების ფარგლებში სწავლობენ არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე.

ქალაქ დოჰაში ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის დელეგაციისთვის გაიმართა კატარის უნივერსიტეტის კამპუსის ტური. დელეგაციის წევრები ეწვივნენ კატარის კვლევით ცენტრებსა და ბიბლიოთეკას. დაათვალიერეს კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქართული კუთხე. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზრუნებს ამ კუთხის თსუ გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნებით გამდიდრებაზე.

თსუ-ს დელეგაციის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ხელშეწყობით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა