მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია?

არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ პრინციპის ასახსნელად ვამბობ: - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის “ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

აქვე სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პიროვნულ შედარებას არ აკეთებს, რადგან არც კალაძეა ბეთჰოვენი და არც სიმონიანი - ჰიტლერი.

„მარგარიტა სიმონიანის განცხადებების კომენტირება არც აქტუალურია და არც ჩემი მოვალეობაა. სიმართლე გითხრათ, პირადად მე არც ვადევნებ თვალს მის განცხადებებს - თვალს მარტო იმ თვალსაზრისით ვადევნებ, რომ მხოლოდ ინფორმაცია მქონდეს. სხვა მხრივ, ინტერესი არ მაქვს. არ მგონია, რომ კომენტარების გაკეთება დიდად აუცილებელი იყოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება „ფეისბუკის“ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ “ამ ვითარებაში საქართველო განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა - ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს