პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მიღებული თანხით, ფინანსდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, ე.წ. „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ევროპელი ლობისტები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან.
ამის შესახებ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ე.წ. „ქოლ-ცენტრების" ფუნქციონირებასთან სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირს აფასებს.
„ქოლ-ცენტრებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან, პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან!“- წერს დიმიტრი სამხარაძე, რომლის „ფეისბუქ“ პოსტსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.