გიორგი ვაშაძე - „ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში!

„ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! - თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით მისი გაჩერება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რომ თითქოს „ქოლ-ცენტრებთან“ კავშირი გვაქვს, ეს არის 100 პროცენტიანი ტყუილი და „ქოლ-ცენტრების“ უკან თუ ვინმე დგას საქართველოში ეს არის რუსული ოცნება, რომელიც ფინანსდება თავიდან ბოლომდე ამ „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს-ის, პროკურატურის პირველი პირები. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს საგამოძიებო კომისიაზე და ამით აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან „ქოლ-ცენტრების“ უკან, ახლა უნდათ ისრები გადმოიტანონ აქეთ.

პირდაპირ ეთერში ვეუბნები, ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოგიწევთ პასუხისგება. მე აუცილებლად დავუკავშირდები და გავიდე კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომლებსაც მაქსიმალურად მივაწვდით ყველა ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ, ყველა ჩემს კონტაქტს ევროკავშირში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, ეს კრიმინალები მიეცნენ პასუხისგებაში მათ შორის, ევროპელი სამართალდამცავების მხრიდან. „ქოლ-ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ! გინდათ გავჩერდე, ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, ვერ მოგართვით! ეს არ მოხდება. ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველა ცამდე მართლები ვართ თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისგებაში მიცემული. არ გეგონოთ, რომ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და ასე გავატარო ერთი პრესკონფერენციით, აგერ მე და აგერ თქვენ! თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ. სამი რამით ფინანსდება ახლა „ქართული ოცნება“: „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, კონტრაბანდით რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელმაც აღვირახსნილ მასშტაბებს მიაღწია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი კუთვნილი კომპიუტერებია ამოღებული და აღნიშნავს, რომ დალუქულ ოფისებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

მისივე თქმით, ევროპელ სამართალდამცავებს მიაწოდებს ინფორმაციას, რომ ლილუაშვილი დგას საქართველოში „ქოლ-ცენტრების“ სათავეში და საზოგადოება ნახავს, რომ ამ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირები წავლენ ციხეში.

„რა ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებ ევროპელი სამართალდამცავებისთვის? - რომ ლილუაშვილია ამის სათავეში. მტკიცებულება არის ის, რომ არც ერთი დახურული ოფისიდან არც ერთი ორგანიზატორის სახელი და გვარი არ ვიცით", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ამ საქმეზე დაკავებული არავინაა, როცა გამოძიება სამი წელია მიმდინარეობს.

ვაშაძის თქმით, როგორც ის ახლა არკვევს, ეს ოფისი გაიხსნა ახლახან და მასთან არანაირ შემხებლობაში არ არის მისი ძმა და „ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია სუს-ის მიერ, რომ ერთ თვეში გახსნილი ოფისი მერე დაეხურათ“.

„რაიმე მტკიცებულება, რომ არსებობდეს, ხომ გვაჩვენებდნენ?! ვეუბნები, ფეხები მომჭამეთ ძირში-თქო, რადგან ცამდე მართალი ვარ და ვერაფერს იზამენ. რატომ არ დააკავეს იმ შპს-ს დირექტორი? თუ ამ ოფისში დანაშაული ხდებოდა, რატომ არ დააკავეს, ვინმე გაიგეთ რომ პასუხისგებაშია მიცემული? არავინ არის მიცემული პასუხისგებაში, რადგან თვითონ არიან ძარცვის სათავეში. სამი წელია გამოძიება მიდის, ვინმე ნახეთ დაკავებული, ვინც ამას აორგანიზებს? - სამი ახალგაზრდა დააკავეს და მერე გამოუშვეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო