სერჰი ჩერევატი - „ვაგნერის“ ბახმუტიდან გასვლის გადაწყვეტილების მიზეზი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა და არა „ჭურვების შიმშილი“

ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება ბახმუტიდან „ვაგნერის” დაჯგუფების "ბოევიკების" გაყვანის შესახებ გამოწვეულია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად იმის გამო, რომ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა და არა „ჭურვების შიმშილის“ გამო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

მისი მტკიცებით, ბახმუტში მტერს ჭურვების ნაკლებობა არ აქვს, რადგან ამ მიმართულებით, მხოლოდ მიმდინარე დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 520 საარტილერიო დარტყმა მიაყენეს. ამიტომ, უკრაინის სარდლობაში მიიჩნევენ, რომ დაქირავებული ჯარისკაცების გაყვანის მთავარი მიზეზი „ვაგნერის“ ცოცხალი ძალის ამოწურვაა.

”ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ თუ „ვაგნერი“ განაგრძობდა დღეში 100 ან მეტი ადამიანის დაკარგვას, მაშინ უახლოეს მომავალში ისინი განადგურდებოდნენ და ასეც გამოდის. მაშასადამე, ეს არ არის „ჭურვების შიმშილი“, რაზედაც პრიგოჟინი საუბრობს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

მისი თქმით, პრიგოჟინმა იცის, რომ ბახმუტის სრულად აღება შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას.

შეგახსენებთ, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები, 10 მაისიდან, ქალაქ ბახმუტის დატოვებას დაიწყებენ. „გამყავს „ვაგნერის“ ქვედანაყოფები, რადგან საბრძოლო მასალის გარეშე ისინი განწირულები არიან უაზრო სიკვდილისთვის,“- აღნიშნა მან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს