რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 18 დასახლებული პუნქტიდან ნაწილობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 18 დასახლებული პუნქტიდან ნაწილობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 18 დასახლებული პუნქტიდან ნაწილობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ოკუპანტების მიერ დანიშნულმა “ხელმძღვანელმა” ევგენი ბალიცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მცხოვრებლების “დროებითი გადაადგილება” ორგანიზებული იქნება შემდეგი დასახლებული პუნქტებიდან: ტიმოშოვკა, სმირნოვკა, ტარასოვკა, ორლიანსკოე, მოლოჩანსკი, კუიბიშევო, პრიშიბი, ტოკმაკი, მალაია ბელოზიორკა, ვასილიევკა, ველიკაია ბელოზიორკა, დნეპრორუდნოე, მიხაილოვკა, კამენკა-დნეპროვსკაია, ენერგოდარი, პოლოგი, კონსკიე რაზდორი და როზოვკა.

ბალიცკის თქმით, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ “მოწინააღმდეგემ [უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა] ბრძოლის ხაზთან უშუალო სიახლოვეს მდებარე დასახლებული პუნქტების დაბომბვა გააძლიერა.”