რელიგიის სააგენტოში ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა

რელიგიის სააგენტოში ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ევენგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები და წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ჟოზე-აველინო ბეტანკური.

„ზაზა ვაშაყმაძემ სათათბიროს წევრებს გააცნო წმინდა საყდრის დესპანთან კომუნიკაციის შედეგად წარმოქმნილი იდეა, რელიგიური კონფესიების ერთობლივი ღონისძიების გამართვის შესახებ დევიზით: „ჩვენ გვინდა მშვიდობა“.

კონფესიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს წინადადებები ღონისძიების ჩატარების ფორმებისა და ლოკაციის შესახებ. მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღონისძიების დეტალებზე იმსჯელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.