მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის სიხშირე გაიზრდება, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა, ტაშკენტი - თბილისი - ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია Centrum Air-ი იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Centrum Air-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2023 წლის აგვისტოს ბოლომდე) დააკმაყოფილა.
ამ ეტაპზე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი კვირაში სამი სიხშირით ასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.