აშშ-ში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სასწავლო ვიზიტი გაიმართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის- საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის IVLP ფარგლებში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ჩართულობა მხარდაჭერილი იყო USIAD-ის მიერ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, სამ კვირიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ვაშინგტონში, სამხრეთ კაროლინას შტატში, ნევადას შტატში და ჩიკაგოში, პროგრამის მონაწილეები ამერიკის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართულ პროფესიონალებს- მოსამართლეებს, ადვოკატებს და მედიატორებს შეხვდნენ.

„შეხვედრები მიზნად ისახავდა მედიაციის შესახებ ცოდნის გაცვლასა და გაზიარებას, ამერიკელმა კოლეგებმა ასოციაციის წარმომადგენლებს ის გამოცდილება გაუზიარეს, რაც მედიაციის მიმართულებით აშშ-ში არსებობს, რა გამოწვევები ჰქონდათ და როგორ გაუმკლავდნენ მათ, ასევე განიხილეს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საზოგადოებაში მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით ნდობის მოპოვება და გაზრდა, პროფესიული განვითარების, სერტიფიცირების და ეთიკის მხრივ რა სტანდარტები არსებობს და რა როლი აქვს მედიაციას აშშ-ს სამართლებრივ სისტემაში. შეხვედრებზე ასევე დიდი დრო დაეთმო სასამართლო და კერძო მედიაციის შესახებ პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას უხდის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის, პროგრამის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რომელიც საქართველოში მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს