ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა. მხარეებმა სხვადასხვა საარჩევნო საკითხი განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა მარკ კლეიტონს გაუზიარა ინფორმაცია 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ ძირითად მიგნებებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და 29 აპრილის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.

„გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ და საარჩევნო რეფორმის აღსრულებამ უწყების წინაშე დააყენა.

ცესკოს თავმჯდომარემ ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა სტრატეგიული კომუნიკაციების, საინფორმაციო კამპანიებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობისთვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო