კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია - „ჭეშმარიტების თანამედროვე კრიზისი და პოსტ-ჭეშმარიტების სამყარო“ გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: “ჭეშმარიტების

თანამედროვე კრიზისი და პოსტ-ჭეშმარიტების სამყარო” .

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა განაცხადა, დღევანდელ საჯარო ლექციაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჭეშმარიტების თანამედროვე კრიზისზე ისაუბრა.

“დღევანდელ ლექციაზე ჭეშმარიტების ისტორიაზე და კრიზისზე ვისაუბრე. კერძოდ, რა არის კრიზისის მიზეზები, რა არის პოსტმოდერნული სამყაროს ნიშნები და ასევე, რას ნიშნავს ჭეშმარიტების შემდგომი ეპოქა. მთავარი იყო, ამ ყოველივეს ისტორიულ ჭრილში და კონტექსტში დანახვა. ეს არის ძალიან დიდი ფილოსოფიური საკითხები, ვფიქრობ, ამას პრაქტიკული მნიშვნელობაც კი აქვს. ვფიქრობ, შეუძლებელია, რომ ამ საკითხებს თანამედროვე ადამიანი ცხოვრებაში არ შეეჩეხოს. კერძოდ, სად არის ჭეშმარიტება, როგორ იპოვოს ამ ინფორმაციულ წარღვნაში თავისი ადგილი, თუ როგორია ემოციური დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ და ასევე, მანიპულაციის მსხვერპლი, როგორ არ გახდეს”, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, თინათინ ერქვანიას თქმით, მსგავს საკითხებზე მსჯელობა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჭეშმარიტების და სამართლიანობის იდეა სამართლის სტუდენტების მსოფლმხედველობისთვის განმსაზღვრელია.

“სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ფილოლოგი, ლევან გიგინეიშვილი მოვიწვიეთ, რომელმაც პოსტ-ჭეშმარიტების ეპოქაში ჭეშმარიტების კრიზისზე ისაუბრა. რეალურად, ეს შეეხებოდა თანამედროვე პოსტმოდერნულ კონტექსტში ჭეშმარიტების იდეის აღქმას. ამ თვალსაზრისით, არსებული პრობლემები და გამოწვევები შემდეგ საკითხებს: სოციალურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ და ფილოლოგიურ კონტექსტს შეეხებოდა. ამ საკითხებზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მსჯელობა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჭეშმარიტების და სამართლიანობის იდეა სამართლის სტუდენტის მსოფლმხედველობისთვის განმსაზღვრელია. სამართლიანობა სამართალში და ჭეშმარიტების იდეა სამართალში, არის ის თემები, რომელზეც ლექციებზე გამუდმებით ვმსჯელობთ. აქედან გამომდინარე, თუ პირველივე კურსიდან სტუდენტები შეეჩვევიან, რომ გამუდმებით კითხვები დასვან სამართლიანობის პერსპექტივიდან სამართლიანობის საზრისზე, ამ თვალსაზრისით მათი მსოფლმხედველობა განვითარდება და სამართლებრივი ცნობიერება გაიზრდება”, - განაცხადა თინათინ ერქვანიამ.

ინფორმაციისთვის, საჯარო ლექციის დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ლევან გიგინეიშვილისთვის კითხვები დაესვათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო