სუდანში, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ

სუდანში, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის არმიისა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის მოვალეობას საუდის არაბეთთან ერთად აშშ-ც შეასრულებს. საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებები ქვეყნის არმიისა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დიალოგის პირველი მცდელობა იქნება.
ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ კონფლიქტს სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 4 930-მდე კი დაშავდა. არსებული საფრთხისა და საკვების მარაგების ამოწურვის გამო სუდანი სულ მცირე 100 000-მა ადამიანმა დატოვა. სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.

























