არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები სათაფლიის ნაკრძალში იმყოფებოდნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები სათაფლიის ნაკრძალში იმყოფებოდნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები სათაფლიის ნაკრძალს ესტუმრნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა სათაფლიის მუზეუმი, კარსტული მღვიმე, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა და საგამოფენო დარბაზი გიდთან ერთად დაათვალიერეს, მოინახულეს უნიკალური კოლხური ტყე და შუშის პანორამული გადასახედი.

მათივე ცნობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შემეცნებითი ღონისძიებების მიზანი რთული ქცევის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა.