„საქპატენტისა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ახალი ერთობლივი პროექტის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება

„საქპატენტისა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ახალი ერთობლივი პროექტის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, ახალი პროექტის განხორციელების გზები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ „საქპატენტში“ გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ინსტიტუციური და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორ სანდრის ლაგანოვსკისა და ამავე უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის უფროსთან იგნასიო მედრანოსთან ერთად განიხილა.

„პროექტი, რომლის დაწყება 2024 წლიდანაა დაგეგმილი, საქართველოსთან ერთად უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების სისტემების განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ კი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, ამ უფლებების დაცვის, მართვისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას.

ინტელექტუალური საკუთრება ფუნდამენტური ინსტრუმენტია ინოვაციის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. ამდენად, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულების უწყებების გაძლიერებით და დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას, რაც ასევე აისახება ამ ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების პოტენციალის გაძლიერებასა თუ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაზე. ასევე, მიღწეული იქნება სულ უფრო მეტი თანხვედრა ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან. პროექტი განხორციელდება საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და ასოცირების შეთანხმების შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლები საქართველოში 3 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა შეაჯამეს მიღწეული შედეგები, შეხვედრა გამართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსამართლეებთან, სადაც მათ საჩუქრად გადასცეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის 50 ეგზემპლარი, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად, შეხვედრა გაიმართა შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა