„ევროპის დღის“ ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ „ევროპული სოფელი“ მოეწყო

„ევროპის დღის“ ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ „ევროპული სოფელი“ მოეწყო

„ევროპის დღის“ ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ „ევროპული სოფელი“ მოეწყო, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები დამთვალიერებლებს საკუთარი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული საკვები, ტკბილეული, ღვინო და ინფორმაცია მათ შესახებ.

„ევროპის დღე ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენთვის. ჩვენ ევროკავშირის ამაყი წევრები ვართ. დღეს ჩვენ, ყველა ერთად ვართ აქ და თუ შეხედავთ ევროკავშირის დევიზს, თქვენ ამას აქ სრულად განხორციელებულს ნახავთ - ერთიანს და მრავალფეროვანს. დღეს ყველა აქ ვართ - ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც წარმოდგენილები ვართ თბილისში. ჩვენ გვაქვს ეროვნული სტენდები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რისი შემოთავაზება შეუძლია სხვადასხვა წევრ ქვეყანას“,- განაცხადა ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა.

ნიდერლანდების ელჩი, მარია ქრისტინა ვან კოლდამი კი დამთვალიერებლებს საკუთარი ქვეყნის სტენდთან იწვევს და აცხადებს, რომ მათი სტენდი „ინკლუზიური და სახალისოა“.

„როგორც ნიდერლანდების ელჩი, მოხარული ვარ, ვიმყოფებოდე აქ, საელჩოს გუნდთან და ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენ მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად. ძალიან საინტერესო სტენდი გვაქვს, ყველას გიწვევთ იქ. ეს არის ინკლუზიური და სახალისო სივრცე“, - განაცხადა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.