მეუფე იაკობი - ჩვენთან რევოლუციები ასე ვერ მოხდება - ძალიან დიდი ძალაა ხალხთან და ეკლესიაში - გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, თორემ საკმაოდ შეგვიძლია

ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია… აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია, სადაური წესია?! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანისთვის უპირველესი ღმერთისკენ სწრაფვა და სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს.

„დღეს რა მიკვირს, მსოფლიო გადარეულია. ამაზე საუბარი ხშირად მიწევს. რა ხდება გარეთ, იმის არ მიკვირს, მე მიკვირს ის, რომ საქართველოში არიან ადამიანები, ისეთი აზრები მოსდით, რომ ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ღმერთზე, შენ სარწმუნოებაზე, მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, რომ ეს იყოს არა მარტო შენში, არამედ შენს ხალხში, ასევე თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, ეს ყოფილა რუსეთუმეობა. ე.ი. რუსეთი ამ ღირსებებით არის დაჯილდოებული და ეს ღირსებები მსოფლიოში არ არის? ქართველ კაცს არ აქვს მამული, ენა, სარწმუნოება ჩვენთვის უპირველესი არ არსი? ჩვენმა ერის მამამ, წმინდა ილია მართალმა არ დაგვიბარა? პატრიარქი არ გვეუბნება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი?“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფემ მიმართა ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგები არიან, წინა თაობები არასდროს დაივიწყონ.

„ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა. ეს იქნება აშშ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, იქ ძალიან ბევრი რამე მოსაწონია, მაგრამ ბევრი რამე ისეთია, რაც ჩემთვის მიუღებელია და მას არასდროს მივიღებ. ამიტომ, ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და ა.შ. უნდა შეეგუონ იმას,რომ ქართველები ასეთები ვართ. ქართველებო, იცოდეთ, რომ ღმერთი ჩვენ არასდროს გაგვწირავს. უარესი დრო გამოგვივლია, უარესებიც გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას, ჩვენი სისუფთავე და ჩვენი იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ იმათ, იმ კარგში გაუმარჯოთ, რაც ჩვენთვის ცუდია ვერ მივიღებთ! როცა მეტყვიან, რომ „მამაკაცის და დედაკაცის გარდა... სხვა ვიღაცაა“, ღმერთმა მასწავლა, ღმერთისგან გვჯერა ის... ვიღაცა თუ წარმოიდგენს და თქვას, ანგელოზი ვარ ან რაღაც თქვას, დაუჯერებთ?! ნება მათია, თავიანთ ქვეყნებში რა კანონებიც უნდათ ის მიიღონ. ჩვენ როგორც ვართ გვაცადონ და ასე ვიცხოვრებთ. გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, ხომ ფიქრობენ მომავალზე, როგორი საქართველო გვინდა, კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს? ჩვენ ხომ არავის დავდევთ, არც რასობრივი და არც იმის ნიშნით, რა მიდრეკილება აქვს გონებაში, თუ ისე. ასე არ ყოფთ ადამიანებს, ადამიანი ადამიანია თავისი ცოდვებით და თავისი კეთილი საქმეებით. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ან ღვთის სათნო საქმეები ან ღვთისთვის არასათნო საქმეები, რომელიც თვითონაც აზიანებს. ღმერთი და ის ერთმანეთში თვითონ გაარკვევენ. მე ნუ მიქადაგებ, ჩემი ისტორიის ერს ნუ მიქადაგებ რაღაცას. არავინ მოგცა უფლება, ვინ ხარ, 20 წელია რაღაც დაიწე? რომელი ხარ ავტორიტეტი? გამოვიდნენ და მითხრან, ჩვენთვის რომელია ავტორიტეტი. ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის. უნდათ შეგვიცვალონ, ღმერთი შეგვიცვალონ. მე ის ადამიანი არ ვარ გითხრათ, ქართველობას... ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს! ვინც ვართ, რაც ვართ, ეს ვართ! ქიზიყში ვართ და ვიბრძოდით, მოწინავე ლაშქარი ვიყავით, ვწყდებოდით, მაგრამ ვერ გაგვწყვიტეს. ვენახიც და ყველაფერიც გვაქვს. შაჰ-აბასით დაწყებული და დღევანდელი შაჰ-აბასებით დამთავრებული, რას არ აკეთებენ. ნუთუ ქართველობა და ძლიერება არის ის, რომ იძახო, რუსი ხარო? - რუსი შენ ხარ! შენთვის ღირსება, ოჯახი, კაცობა, მამობა, დედობა თუ მიუღებელია შენ ხარ მიუღებელი და რუსიც არ ხარ იმიტომ, რომ რუსს კიდევ რაღაც ის აქვს. საერთოდ უგვანი ხარ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. კეთილი ინებეთ და თქვენი ასეთი რაღაცები თქვენ დაიტოვეთ და ჩვენ ნუ გვასწავლით ჭკუას. ჩვენ ჭკუის სწავლა არ გვჭირდება. მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ამაზე ყველა ხმამაღლა საუბრობს. ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა, აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს დაქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია?! სადაური წესია, შენ მოგწონს? შენ ქვეყანაში მიიღე ის კანონი, გქონდეს და მე თავი დამანებე.

3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ. სხვას თუ სერვანტერესი ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. სხვას თუ შექსპირი ან გოეთე ჰყავს, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ არც კულტურით, არც ისტორიით, ჩვენი ცეკვა, სიმღერა აიღე. არ ვიცით, ვინ ვართ? რად გინდათ მონები იყოთ?! ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო, რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნო ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ? ფრთხილად იყავით, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ! არ გვინდა კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და არ მინდა ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს,რომ მანამდე მივიდეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, საქართველოს გაძლიერების საქმეში ყველა ერთად უნდა იყოს, ეს იქნება მთავრობა, ოპოზიცია, ეკლესია, თუ ხალხი.

„ამაზე დავფიქრდეთ იმიტომ, რომ თუ ასე ილაპარაკეთ არჩევნებიც მოვა, ხმას ვინ მოგცემთ? ცოდოები ხართ, ნუ აწვალებთ ხალხს. ღმერთმა დაგლოცოთ. ქართული ეკლესია ყოველთვის იდგება იქ, სადაც ქართველი ხალხია. უფლებას არავის მივცემთ შინაურს, თუ გარეულს, რომ დაგჩაგროთ, ღმერთი არ დააჩაგვრინებს თქვენ თავს იმიტომ, რომ ქართველმა ერმა ეს დაიმსახურა და სხვისი მოტანილი მშვიდობა არ გვაქვს. ჩვენ ღმერთს არ ვუღალატებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა