ირანში ტერორიზმის ბრალდებით ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე ჰაბიბ ჩააბი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ტერორიზმის ბრალდებით ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე ჰაბიბ ჩააბი სიკვდილით დასაჯეს.

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი 2018 წლის სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს. ჰაბიბ ჩააბი ირანის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთში დააკავეს და შემდეგ თეირანში გადაიყვანეს.

ირანის უზენაესმა სასამართლომ მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააბის სიკვდილით დასჯის ფაქტს „შემაშფოთებელს“ უწოდებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს