გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დაცვის პოლიციის თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული კახაბერ კამლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა 20:30 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს და ორი პირი დაჭრეს.

ფაქტზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორ კახაბერ კამლაძეს თავდაპირველად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების მუხლებით ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა - დღეს მას პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა