საქართველოს დელეგაციამ გიორგობა ჰერეთში იზეიმა

საქართველოს დელეგაციამ გიორგობა ჰერეთში იზეიმა - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ტრადიციად ამკვიდრებს გიორგობის დღესასწაულების ჰერეთში აღნიშვნას, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახეთის გუბერნიისა და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები.

„ქართველი მართლმადიდებლებისთვის დღეს განსაკუთრებული დღეა -მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეს ზეიმობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ტრადიციად ამკვიდრებს გიორგობის დღესასწაულების ჰერეთში აღნიშვნას. დღესაც, დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კახის რაიონში დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახეთის გუბერნიისა და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები, კერძოდ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები, მათ შორის, მგალობლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა მიტროპოლიტმა თეოდორემ და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა პეტრე ხუმარაშვილმა აღავლინეს. წირვის დასრულების შემდგომ, მართლმადიდებელ მრევლს რელიგიის სააგენტოს ჩატანილი 50 ერთეული ბიბლია დაურიგდა.

შემდგომ დელეგაციის წევრები ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც პარაკლისი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გადაიხადა.

დღესვე დელეგაცია თბილისში გამოემგზავრა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს