გიორგი ტყემალაძე - საქართველოსა და ესპანეთის მეგობრობის სიმბოლოდ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სერვანტესის სახელი ეწოდება

საქართველო უკვე ტრადიციად ქცეულ ევროპის დღეებს მასპინძლობს. წელს პირველად შვედეთისა და ესპანეთის დღეები ორბელიანის მოედანზე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 მაისს ესპანეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა კულინარიული მასტერკლასი, ესპანური ტრადიციული სამოსის გამოფენა, ანტონიო გადესის ანსამბლისა და სუხიშვილების დასის კონცერტი.

როგორც თბილისის საკრებულოში აღნიშნავენ, სტუმრებს ღონისძიების გახსნამდე სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თორთლაძემ, და ესპანეთის საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოსმა.

ღონისძიების დასაწყისში მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

მან შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ეს დღე და საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი ტყემალაძემ დააანონსა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების სიმბოლოდ თბილისში დიდი ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის, სახელობის, ქუჩა გაიხსნება.

„ევროპის დღეებს ჩვენი ქვეყანა წლებია მასპინძლობს, თუმცა წელს პირველად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით პერსონალურად შვედეთის და ესპანეთის დღეები იმართება. ეს ორი ქვეყანა შემთხვევით არ შერჩეულა. საქართველო და თბილისი შვედეთს, როგორც ევროკავშირის მოქმედ, ხოლო ესპანეთს, როგორც მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას, მასპინძლობს.

ესპანეთთან ჩვენს თანამშრომლობას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობას - ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ამ ქვეყნის, ერისა და მისი დიდებული წარმომადგენლების მიმართ დედაქალაქის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის სახელი. მჯერა, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და განმტკიცებას”, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო