კანადაში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში, ალბერტას პროვინციაში, ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო 25 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტმა შექმნილ სიტუაციას "უპრეცედენტო" უწოდა. მისი თქმით, ტყის ხანძრები მშრალმა გაზაფხულმა გამოიწვია და ამ დრომდე დაახლოებით 122 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ქარის გამო, ხანძრის ბევრი კერა უკონტროლოა.

ყველაზე მეტად დაზარალდა დრეიტონ-ველი, რომელიც პროვინციის დედაქალაქ ედმონტონიდან დასავლეთით, დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარეობს და ფოქს-ლეიქი, რომელიც ქალაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 550 კილომეტრში მდებარეობს და სადაც ხანძრის შედეგად 20 სახლი დაიწვა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და სპეციალური საჰაერო ცისტერნები.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს