უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების 5-მდე შეტევა მოიგერიეს - ბახმუტისა და მარინკასათვის უმძიმესი ბრძოლები გრძელდება

რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, ცდილობდნენ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, აღნიშნული მიმართულებებით უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 50-მდე შეტევა მოიგერიეს. ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ ქალაქებისთვის, ბახმუტისა და მარინკასათვის უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს. ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტში. ამასთან, გასული დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ივანოვკას პრედტეჩინოსა და ნიუ-იორკის დასახლებების მიმართულებით”, - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, მარინკას მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მარინკას ტერიტორიაზე რუსების ბევრი თავდასხმა მოიგერიეს. ამავდროულად, დაიბომბა გეორგიევკას და დონეცკის ოლქის პობედას დასახლებები.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ერთი დარტყმა მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემას.

„გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა 7 დამრტყმელი და 8 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი სამეთაურო პუნქტს და მტრის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 3 უბანს დაარტყეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო