უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 194 430-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 660 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 723 ტანკს, 7 248 ჯავშანტექნიკას, 3 010 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 554 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 952 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 572 უპილოტო საფრენ აპარატს, 380 ერთეულ სპეცტექნიკას და 947 ფრთოსან რაკეტას.