ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქის სიკვდილით დასჯის გამო ირანის ელჩი შვედეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

შვედეთმა ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯის გამო პროტესტის გამოხატვის ნიშნად ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

„სიკვდილით დასჯა არის არაადამიანური და შეუქცევადი სასჯელი და შვედეთი, ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, გმობს მის გამოყენებას ნებისმიერ პირობებში“, - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ირანში ტერორიზმის ბრალდებით ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. მას ბრალი 2018 წლის სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს. ჰაბიბ ჩააბი ირანის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთში დააკავეს და შემდეგ თეირანში გადაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს